---
title: კორპორატიული იურისტი
description: "გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი); ** სამუშაო გრაფიკი: სრულ
---

# კორპორატიული იურისტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-25  
**Apply by:** 2026-10-25

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=755756)

## Job description

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი); ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება); ** შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო; ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებების მომზადება/ანალიზი; ** სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები და სხვა) მომზადება; ** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა; ** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან; ** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია; ** ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება; ** სხვადასხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება; ** კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა); ** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა); ** მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად). დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
