TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი

კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი

Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: დაზღვეული იურიდიული პირების მომსახურებაში აქტიური ჩართულობა; კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება; მაღალი მომსახურების ხარისხის შენარჩუნება; კლიენტის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება; პორტფელში შემავალი კონტრაქტების დებიტორული კონტროლი; კლიენტებთან შეხვედრა, შეხვედრის ორგანიზება, დასწრება; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; კლიენტების მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში; MS Excel-ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet and E-mail); ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/ ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/MjV0VVld