კორპორაციული ბიზნესის დირექტორი
Job description
სადაზღვევო კომპანია ალფა სამედიცინო ჰოლდინგ „ავერსი“–ს შვილობილი კომპანიაა. ალფა დაარსდა 2009 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით. ჩვენთვის მთავარია მუდმივად განვვითარდეთ თქვენი სურვილების შესაბამისად და უზრუნველვყოთ თქვენი სიმშვიდე. ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული ბიზნესის დირექტორის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, დაზღვევის, სამართლის ან მონათესავე მიმართულებით; კორპორაციული გაყიდვების/B2B მიმართულებით არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასურველია მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე; სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება და კორპორაციული დაზღვევის პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების, კომერციული შეთავაზებებისა და ტენდერების მართვის პრაქტიკული გამოცდილება; გაყიდვების გუნდის მართვის, მიზნების დასახვის, შესრულების შეფასებისა და თანამშრომელთა განვითარების გამოცდილება; ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა სასურველია; MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის), CRM-ისა და რეპორტინგის სისტემების პრაქტიკული ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის საერთო სტრატეგიასთან შესაბამისობაში კორპორაციული ბიზნესის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; წლიური გაყიდვების, პრემიის შემოსავლის, ახალი ბიზნესის, განახლებების, პორტფელის მომგებიანობისა და დებიტორული დავალიანების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი; პოტენციური მსხვილი და სტრატეგიული კლიენტების, პარტნიორებისა და შუამავლების მოძიება; მოლაპარაკებებისა და საქმიანი პრეზენტაციების წარმართვა; კორპორაციული შეთავაზებების, ტენდერებისა და კომერციული წინადადებების მომზადების პროცესის ხელმძღვანელობა და შეთანხმება უფლებამოსილების ფარგლებში; არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება, განახლების პროცესის მართვა, კლიენტთა შენარჩუნებისა და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების ზრდა; გაყიდვების პროცესის, შეხვედრების, შეთავაზებების, მოლაპარაკებებისა და გარიგებების სტატუსის სისტემური კონტროლი და გაყიდვების პროგნოზირება; კორპორაციული პორტფელის მოცულობის, სტრუქტურის, შემოსავლიანობისა და ზარალიანობის ანალიზი; რისკებისა და დაბალმომგებიანი მიმართულებების იდენტიფიცირება; კლიენტთა დებიტორული დავალიანების, გადახდის ვადებისა და ამოღების პროცესის მონიტორინგი ფინანსურ სამსახურთან კოორდინაციით; კორპორაციული კლიენტის მომსახურების სრული ციკლის გამართული ორგანიზება, მომსახურების სტანდარტებისა და დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი კოორდინაცია; კორპორაციული ბიზნესის გუნდის მიზნების განსაზღვრა, სამუშაოს განაწილებისა და შესრულების კონტროლი, თანამშრომელთა განვითარება, ქოუჩინგი და მოტივაცია; გენერალური დირექტორისთვის გაყიდვების, პორტფელის, მომგებიანობის, დებიტორული დავალიანების, გუნდისა და მიმდინარე პროექტების შესახებ რეგულარული რეპორტების წარდგენა და მნიშვნელოვანი საკითხების დროული ესკალაცია. პიროვნული უნარ-ჩვევები: სტრატეგიული აზროვნება და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების ხედვა; ლიდერობა, გუნდის მართვა და თანამშრომელთა მოტივაციის უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ანალიტიკური და ფინანსური აზროვნება; რთული მოლაპარაკებების წარმართვისა და გავლენის მოხდენის უნარი; ეფექტიანი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; კლიენტზე ორიენტირებულობა და მაღალი მომსახურების სტანდარტის დაცვა; გადაწყვეტილების მიღების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი; ეთიკა, სანდოობა და კონფიდენციალურობის დაცვა. ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://alpha.selfrecruit.ge/s/AISgC