TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

bs-co Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 26, 2026

Job description

შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის №134 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (თვიური, კვარტალური, წლიური) ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტებზე ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება; ** პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება და ახალი ბაზის განვითარება; ** არსებული ბაზის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება; ** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება; ** კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება; • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა; ** კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი; ** გაყიდვების გეგმის შესრულება და ზრდის ხელშეწყობა; ** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და პოტენციური კლიენტების ანალიზი. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო ან ტექნიკური მიმართულებით); ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო მასალების მიმართულებით); ** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე; ** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფი ადაპტაციის უნარი; ** პუნქტუალური; ** მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტურად წარმართვის უნარი. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** Fitpass; ** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი" თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "ბიესი" (ს/კ: 202455397), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად. გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება 2 წლის განმავლობაში.თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.