TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორაციული მართვის ოფიცერი

კორპორაციული მართვის ოფიცერი

ნუტრიმაქსი Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 16, 2026

Job description

" ნუტრიმაქსი " 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ცხოველთა კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას. კომპანია აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ წარმოების პროცესს. ნუტრიმაქსის პროდუქციის პორტფელი მოიცავს გადაწყვეტილებებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველების კვების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. 2026 წლის მაისიდან ნუტრიმაქსი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსით. ამავე პერიოდში კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე წარმატებით განახორციელა საჯარო ობლიგაციების სადებიუტო ემისია. კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მისი კორპორაციული მართვის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების პრინციპებს. დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://www.nutrimax.ge კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული მართვის ოფიცრის პოზიციაზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ბმულზე: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/BNPTz გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე, რეზიუმეს მიღებიდან 3 წლის ვადით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.