კორპორაციული მართვის ოფიცერი
Job description
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული მართვის ოფიცრის პოზიციაზე ნუტრიმაქსი 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ცხოველთა კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას. კომპანია აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს, თანამედროველაბორატორიებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ წარმოების პროცესს. ნუტრიმაქსის პროდუქციის პორტფელი მოიცავს გადაწყვეტილებებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველების კვების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილიაროგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. 2026 წლის მაისიდან ნუტრიმაქსი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსით. ამავე პერიოდში კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე წარმატებით განახორციელა საჯარო ობლიგაციებისსადებიუტო ემისია. კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მისი კორპორაციული მართვის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისპრინციპებს. დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: www.nutrimax.ge პოზიციის მიზანი პოზიციის მთავარი მიზანია კომპანიის კორპორაციული მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მხარდაჭერა, სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისობის(Compliance) და რისკების მართვის პროცესების კოორდინაცია საერთაშორისო პრაქტიკისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად. თუ თქვენ ხართ მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე, სტრატეგიულად მოაზროვნე, ორგანიზებული და დამოუკიდებელი პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია კომპლექსური პროცესების ეფექტიანად მართვა დასხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობა, გიწვევთ შემოუერთდეთ ნუტრიმაქსის გუნდს. სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 61 სამუშაო გრაფიკი ორშაბათი – პარასკევი | 09:30 – 17:30 ძირითადი პასუხისმგებლობები სამეთვალყურეო საბჭოსა და მისი კომიტეტების საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა; სამეთვალყურეო საბჭოსა და კომიტეტების სხდომების წლიური კალენდრის, დღის წესრიგისა და სხდომისთვის საჭირო მასალების მომზადებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა; სხდომების ოქმების, გადაწყვეტილებებისა და კორპორაციული რეესტრების წარმოება და მართვა; სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი და სტატუს-რეპორტინგი; სამეთვალყურეო საბჭოს დებულების, კომიტეტების დებულებებისა და კორპორაციული მართვის მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებისა და პერიოდული განახლების კოორდინაცია; კორპორაციული მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი და დანერგვის ხელშეწყობა; კორპორაციული მართვის კოდექსთან კომპანიის შესაბამისობის პროცესის კოორდინაცია. შესაბამისობის სისტემის განვითარებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების მხარდაჭერა; შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებისა და პერიოდული განახლების კოორდინაცია; საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. კორპორატიული მართვის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. კომპანიის რისკების რეესტრის ადმინისტრირება და განახლების კოორდინაცია; ძირითადი რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და პერიოდული გადახედვის პროცესების კოორდინაცია. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით; სასურველია მაგისტრის ხარისხი; სასურველია კორპორაციული მართვის, სამართლის, ადმინისტრირების, შიდა ან გარე აუდიტის, პროექტების კოორდინაციის ან სხვა შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმB2 დონეზე; რუსული ენის ცოდნა – სასურველია მინიმუმ B2 დონეზე. პიროვნული უნარები მაღალი ეთიკური სტანდარტები და კეთილსინდისიერება; დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; გამორჩეული ორგანიზაციული უნარები; ანალიტიკური და სისტემური აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებულობა; დიპლომატიურობა და ტაქტიანობა; ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; პროექტების მართვის უნარი; მონაცემების დამუშავებისა და ინტერპრეტაციის უნარი; ინფორმაციის ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი; პროაქტიულობა და ინიციატივიანობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე, რეზიუმეს მიღებიდან 3 წლის ვადით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისშესაბამისად.