TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / KOSTER-ის ბრენდის მენეჯერი

KOSTER-ის ბრენდის მენეჯერი

გორგია თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას KOSTER-ის ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში. მე, ლანა სულეიმანოვი, ვმუშაობ გორგიაში 2022 წლიდან, ამჟამად ვარ სამშენებლო კატეგორიის შესყიდვების უფროსი სპეციალისტი, ვაცხადებ ვაკანსიას KOSTER-ის ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს შევთავაზებ გუნდურ მუშაობას მეგობრულ კოლექტივში, სადაც შესაძლებლობა ექნება შეისწავლოს პროდუქცია, მასალის ტექნიკური მახასიათებლები, განავითაროს უნარები გაყიდვების კუთხით. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბრენდის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და გაყიდვების განვითარება; სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი და მასალის შეთავაზება, პრეზენტაცია; მასალის ხარვეზის შემთხვევაში, მომწოდებელთან საკითხის გავლა და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დატესტვა; საჭიროებისამებრ, მასალაზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარება; მიღებულ შეკვეთებთან დაკავშირებული მონაცემების მიწოდება შესყიდვების შესაბამის კატეგორიასთან; ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაადგილების უზრუნველყოფა; კონკურენტთა კვლევა და პროდუქციის ანალიზი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; სამშენებლო მიმართულებით გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება; აუცილებელია თურქული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენა. პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებული; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დროის მართვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.