TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქსელური მიმართულების გაყიდვების სპეციალისტი

ქსელური მიმართულების გაყიდვების სპეციალისტი

ბი-ემ-ესი Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ქსელური მიმართულების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. http://www.bms.ge სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე. ორშაბათი - პარასკევი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ. ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი; ბონუსი: 1100 ლარი ; მანქანის ცვეთის თანხა 150 ლარი, საწვავი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების გეგმების შესრულება, მიმართულების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი. ** გუნდის გაყიდვების ანალიზი, პარტნიორების ბრუნვის (ზრდა/კლება) მონიტორინგი, ტოპ პროდუქტების გაყიდვების ანალიზი. ** ხელშეკრულების პირობების შესრულება, შეკვეთების მიღება და დამუშავება, საკითხების მოკვლევა და დეტალების დაზუსტება. ** შეკვეთების გენერირება და საოპერაციო განყოფილებისთვის მიწოდება, მარაგების უზრუნველყოფა და მონიტორინგი. ** ობიექტებზე სტანდარტების დაცვა, ფოტო რეპორტების ანალიზი, სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტები, ფასების და მარაგების კონტროლი. ** დაქვემდებარებული თანამშრომლების (პრომოუტერი, მერჩენდაიზერი) მართვა, შეფასება, მოტივირება და ტრენინგების ორგანიზება. ** ხელფასისა და ბონუსის კალკულაციისთვის რეპორტების მომზადება, პარტნიორებთან კომუნიკაცია ზედნადებებსა და შედარების აქტებთან დაკავშირებით. მოთხოვნები: ** სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ** სასურველია უმაღლესი განათლება. ** გაყიდვების ტექნიკების ცოდნა, 1C და MS Excel-ის ფლობა (სასურველია), უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. ** აუცილებელია პირადი მანქანის ყოლა. თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებებს! "წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."