TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქცევის ტექნიკოსი

ქცევის ტექნიკოსი

მიელინი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

"მიელინი " ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და ინტერვენციის ცენტრია. მისი მისიაა ბავშვთა საჭიროებების დროული აღმოჩენა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების შეთავაზება, მათ შორის: განვითარების რისკის მქონე, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა თუ მოზარდებისათვის. მეტი ინფორმაცია მიელინზე შეგიძლიათ იხილოთ: https://myelin.ge/ka კლინიკა "მიელინში" ვეძებთ მაღალი მოტივაციის, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და თბილ ადამიანს, რომელსაც ჩვენთან ერთად სურს გააუმჯობესოს ბავშვთა კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხი. გახდი ადამიანი, ვინც ბავშვების ყოველდღიურ წარმატებებს რეალურ შესაძლებლობებად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ბავშვი იმსახურებს და სჭირდება მხარდამჭერი გარემო, სადაც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, დამოუკიდებლობის განვითარებასა და სამყაროსთან უსაფრთხო კავშირის ჩამოყალიბებას. ვეძებთ მოტივირებულ ქცევის ტექნიკოსს, რომელიც დაეხმარება ბავშვებს ფუნქციური, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებაში. ადგილმდებარეობა: ქუთაისი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: მზარდი, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ძირითადი მოვალეობები: ** ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ქცევითი ინტერვენციების განხორციელება სერტიფიცირებული სუპერვიზორის რეკომენდაციებისა და შემუშავებული გეგმის შესაბამისად; ** ბავშვებისათვის უსაფრთხო, პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა; ** ბავშვის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** მშობლებთან და მზრუნველებთან თანამშრომლობა, რეკომენდაციების გაზიარება და მათი ჩართულობის მხარდაჭერა თერაპიულ პროცესში; ** მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ბავშვის განვითარების საუკეთესო შედეგების მისაღწევად; ** ბავშვის პროგრესის ყოველდღიური მონიტორინგი, მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის ელექტრონულ სისტემებში (Google Drive-ზე); საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამისი მიმართულების განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი და გავლილი პროფესიული პრაქტიკა; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (Microsoft Office, ინტერნეტი, Google Drive); ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბავშვებთან ჩაითვლება უპირატესობად; პიროვნული თვისებები და უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული განვითარების ძლიერი მოტივაცია; ** გამართული მეტყველებისა და აკადემიური წერის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროისა და სამუშაო რესურსების სწორი მენეჯმენტი; ** ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი. ჩვენთან დაგხვდებათ: ** მზრუნველი, მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო; ** საერთაშორისო და ადგილობრივი სუპერვიზია პროფესიული ზრდისთვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** FitPass-ზე წვდომა; ** ანაზღაურებადი ავადობის დღეები; ** კარიერული წინსვლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა. შერჩევის ეტაპები: კადრის შერჩევა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად: ** შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა; ** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან; ** საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), სასურველია რეზიუმესთან ერთად გადმოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი: [email protected] საკონტაქტო ტელეფონები: +995 568 18 33 66 / +995 568 047 722 მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის #89ბ, საქართველო. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: Facebook გვერდი: https://www.facebook.com/MyelinKutaisi ვებგვერდი: http://www.myelin.ge