კურიერი
Job description
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ბათუმში . სამუშაო პირობები: განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00); ანაზღაურება: 1200 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით. ძირითადი მოვალეობები: საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის; ჩამოსული ამანათების დახარისხება; მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა; ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება; ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება; კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა; გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კოლეჯი ან უმაღლესი განათლება; სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება; მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა; სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება; სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: პუნქტუალური; პასუხისმგებლიანი; სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; სიახლის ათვისების უნარი; დედტალებზე ორიენტრირებული; მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 21 ივლისის ჩათვლით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.