TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კურიერი

კურიერი

მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ თბილისი ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც ‘’მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის’’ სახელითაა ცნობილი. “Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი ‘’მედ 11’’, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში. ‘’მედიქალ ვორლდის’’ გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას. „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ.თბილისი. გივი ჟვანიას ქ N 15(ყოფილი ლუბლიანას ქ. N33). სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 10:00 – 18:00, ასევე კვირის დღეებში ანაზღაურებადი მორიგეობა წინასწარი გაწერილი გრაფიკის მიხედვით. დასვენება კვირაში 2 დღე. ანაზღაურება: ყოველთვიურად ფიქსირებული 1200 ლარი. დამატებითი ანაზღაურება გაწერილი მორიგეობების მიხედვით. სამუშაოს აღწერა: პარტნიორი კლინიკებიდან ნიმუშების ტრანსპორტირება; კლინიკებისათვის სამუშაო მასალის დროული მიწოდება ; ფილიალებიდან გამოგზავნილი გზავნილების აღება და მასალის დაუყონებლივ მიწოდება ლაბორატორიაში; საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელ კლინიკებში, საკვლევი მასალის ტრანსპორტირება; მოთხოვნის საფუძველზე, დღის განმავლობაში, ექთნის ტრანსპორტირება, ჩანიშნული გამოძახებების თანმიმდევრობის გათვალისწინებით ; სამუშაო დღის ბოლოს, სახარჯი მასალების შევსება ავტომობილში (სინჯარები, მიმართვები...) რეპორტინგი ხელმძღვანელ პირთან; უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში). ძირითადი მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა; ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; სასურველია თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები: პასუხისმგებლობა; თავაზიანობა; დროის მართვის უნარი; ოპერატიულობა და პუნქტუალობა; მოწესრიგებულობა და თანმიმდევრულობა; ჩვენ უზრუნველყოფთ: სამუშაო პროცესში, კომფორტული ავტომობილით გადაადგილების საშუალებას; ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლსა და ავტოსამრეცხაოს ბარათს; სამუშაო პროცესისთვის საჭირო საწვავით უზრუნველყოფას; ავტომობილის და მძღოლის სავალდებულო დაზღვევა. ჩვენთან დაგხვდებათ: თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს; კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში. ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც). FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა; ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შებამისი გვერდები: https://mlab.ge /; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE ; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!