ქუთაისის წარმომადგენლობის ინკასატორი
Job description
სს „ოპპა“ , რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. PayBox გთავაზობს ვაკანსიას ქუთაისის წარმომადგენლობის ინკასატორი ს პოზიციაზე. რისი გაკეთება მოგიწევს: სწრაფი გადახდის/თვითმომსახურების ტერმინალების ქსელის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება; ტერმინალის გაინკასირება; უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით დაცვა. პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა; პასუხისმგებლიანობა; დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; ყოველთვიურ ბონუსს (200 ლარამდე); ანაზღაურება -1050 ლარი (ბონუსის გარეშე). დამატებითი მოთხოვნები: უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი). ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xQzQJjEd