TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კვების ობიექტების აღწერის მენეჯერი

კვების ობიექტების აღწერის მენეჯერი

finarea Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

საბუღალტრო კომპანია " ფინარეას " ძირითადი საქმიანობებია: კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, ფინანსების დაგეგმარება და მართვა, საკონსულტაციო მომსახურება. "ფინარეა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტების აღწერის მენეჯერის პოზიციაზე. ანაზღაურება: 800 ლარი . სამუშაოს ტიპი: კვირაში 2 დღე - 11:00-18:00 სთ. სამუშაო დღეები შეთანხმდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათი და კვირა არასამუშაო დღეებია). გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი) სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** კვების ობიექტების საოპერაციო პროგრამების ცოდნა (სასურველია). უნარები: ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; ** მათემატიკური უნარები. მოვალეობები: ** კვების ობიექტების დოკუმენტაციის დამუშავება; ** კვების ობიექტებზე ვიზიტი და აღწერების გაკეთება; ** შესაბამის პროგრამაში მუშაობა, ინფორმაციის შეყვანა (შესყიდვების ასახვა); ** შედეგების დამუშავება და გაანალიზება; ** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება. P.S. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ვაკანსიაში მითითებულ შრომის ანაზღაურებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგზავნოთ CV, თუ ეს ანაზღაურება თქვენთვის მისაღებია. გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . "Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!