TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქვესადგურის უფროსი

ქვესადგურის უფროსი

HH Recruitment ქარელი ქართული
Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Jul 22, 2026

Job description

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ქვესადგურის უფროსის პოზიციაზე ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც განახლებადი ენერგიების იდუსტრიაში მოღვაწეობს სამუშაო აღწერილობა: ქვესადგურის ელექტრო მოწყობილობებისა და შენობა-ნაგებობების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; ქვესადგურის ოპერატიულ-ტექნიკურ მომსახურებაზე კონტროლი მოქმედი ინსტრუქციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; ელექტრო დანადგარების შეკეთებაში ჩაყენების, შეკეთებიდან გამოყვანისა და ელექტრო ქსელზე მიერთების სამუშაოების ორგანიზება; ავარიებისა და სხვა ტექნიკური უწესივრობების ლიკვიდაციის სამუშაოების ორგანიზება და კოორდინაცია; ავარიული სიტუაციებისას საევაკუაციო გეგმის შესაბამისად პერსონალის უსაფრთხო გამოყვანის ორგანიზება; ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ოპერატიული პერსონალის, ასევე კომპანიის ხელმძღვანელისა ან სხვა უფლებამოსილი პირის განკარგულებებისა და მოთხოვნების შესრულება ძირითადი მოთხოვნები: მნიშვნელოვანია - უმაღლესი განათლება; ენერგეტიკის ინდუსტრიაში ქვესადგურის ხელმძღვანელი/ქვესადგურის ცვლის უფროსის პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; აუცილებელია - უსაფრთხოების მე-4 ან მე-5 ჯგუფის სერთიფიკატი; MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე აქ: [email protected]