TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქვის დამმუშავებელი

ქვის დამმუშავებელი

zodi Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

კომპანია " ზოდი " 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები და სხვა. "ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია შოურუმებით - თბილისსა და ბათუმში. კომპანია "ზოდის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/ კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას ქვის დამმუშავებლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 188დ (სარაჯიშვილის მეტროსთან) ანაზღაურება: გამომუშავებით (საშუალოდ 3000-4000 ლარი ) სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე. ქვის დამმუშავებლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია: ** ქვის დამუშავება კუთსახეხით (ე.წ. ბარგალკით); ** ქვის დამუშავება გასაპრიალებელი მექანიზმით; ** ქვაზე ფიგურების გამოყვანა - ამოჭრა; ** ქვის დანადგართან მუშაობა და მისი მართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ქვასთან მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), ან მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ასევე დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 39 59 39 დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. გისურვებთ წარმატებას!