ლაბორატორიის დასუფთავების სანიტარი
Job description
კლინიკა „ რეიმანი “ აცხადებს ვაკანსიას სანიტარის პოზიციაზე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ლაბორატორიის შინაგანაწესის დაცვა; ლაბორატორიის დასუფთავება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რაც მოიცავს ლაბორატორიის ყოველდღიურ და გენერალურ დალაგებას; უეცრად წარმოქმნილი დაბინძურების დროული აღმოფხვრა; სადეზინფექციო ხსნარების მომზადება (განზავებისა და უსაფრთხოდ გამოყენების წესების ფლობა და დაცვა); დასალაგებელი ინვენტარის მიზნობრივი გამოყენება და დასუფთავებული ინვენტარის შენახვისა და მარკირების წესების დაცვა; ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ რეკომენდებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; გარემოს დაცვის მიერ რეკომენდებული ნარჩენების მართვის წესების დაცვა; ნარჩენების კონტეინერის-ბლოკ-სქემებით გათვალისწინებული ტრაექტორიითა და გრაფიკით უსაფრთხო გადატანის უზრუნველყოფა; ნარჩენების კონტეინერების რეცხვა-დეზინფექცია; სანიტარულ კვანძებში ასრებული ხელის დასამუშავებელი დისპენსერების შევსება, ქაღალდის ხელსახოცით უზრუნველყოფა; რუტინული და გენერალური დასუფთავების გრაფიკების წარმოების წესების დაცვა; დასუფთავების ამსახველი ჩანაწერების წარმოება შესაბამის სარეგისტრაციო ფორმებში; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების ფლობა და დაცვა. საქმიანობასთან და ინფექციის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებული უწყვეტი განათლების პროცესში აქტიური მონაწილეობა საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო განათლება; სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ცოდნა, უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დილციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა; ყურადღება დეტალების მიმართ, სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან კვირის ჩათვლით სამუშაოს ადგილმდებარეობა: გლდანი, მ. ნოზაძის ქუჩა #12 შერჩევის ეტაპები: მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; ინდივიდუალური გასაუბრება. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3z7ePcx გისურვებთ წარმატებებს!