ლაბორატორიის სპეციალისტი
Job description
„აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიციის მიზანი ლაბორატორიული გამოცდების, ანალიზებისა და ხარისხის კონტროლის პროცესების განხორციელება დამკვეთის სტანდარტების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ლაბორატორიაში მოქმედი უსაფრთხოების პროცედურების შესაბამისად. სამუშაოს აღწერა • მასალების მექანიკური გამოცდა - მასალათა მექანიკური გამოცდის დანადგარების ოპერირება. ნიმუშების მექანიკური გამოცდა მოთხოვნილი სტანდარტებისა და სპეციფიკაციების მიხედვით; • მასალების ფიზიკური გამოცდა და თერმული ანალიზი - მასალათა რაოდენობრივი ან თვისობრივი ანალიზი. საგამოცდო ნიმუშების ფიზიკური მახასიათებლის განსაზღვრა; • ნივთიერებათა ქიმიური ანალიზი - განსხვავებული ქიმიური შედგენილობის ხსნარების ნიმუშებში კომპონენტების რაოდენობრივი განსაზღვრა მოცულობითი ანალიზის საშუალებით- ნეიტრალიზაციის, ჟანგვა-აღდგენისა და სხვა ქიმიური ანალიზის მეთოდების გამოყენებით; • ქიმიური ხაზის ოპერირება - ქიმიური ხაზის ოპერირება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საქმიანობაში წარმოების პერსონალისთვის დახმარების გაწევა; • ნიმუშების ვიზუალური შემოწმება მიკროსკოპის გამოყენებით - საწარმოო დეტალების ნიმუშების ვიზუალური შემოწმება ოპტიკური მიკროსკოპების გამოყენებით; • ჩატარებული სამუშაოს შესაბამისი ანგარიშების შედგენა - ლაბორატორიაში ჩატარებული თითოეული გამოცდის შესაბამისი ანგარიშის შედგენა წინასწარ დადგენილი წესებისა და ფორმების დაცვით; • ლაბორატორიის დანადგარების კალიბრაცია - ლაბორატორიაში არსებული დანადგარების კალიბრაციის ვადებისა და პროცესების მონიტორინგი; • ლაბორატორიულ დოკუმენტაციაზე მუშაობა - საგამოცდო პროტოკოლებისა და სპეციფიკაციების წერისა და განახლების პროცესებში მონაწილეობის მიღება და ლაბორატორიული დოკუმენტების მოწესრიგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში, ქიმიაში, მასალათმცოდნეობაში, მექანიკის ინჟინერიაში, ქიმიურ ინჟინერიაში ან სხვა მონათესავე მიმართულებით; • ენები: ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე - ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაგების უნარი; • გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; • თვისებები: – როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდური მუშაობის უნარი; – პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; – ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; – წერითი უნარები; – დროის ეფექტური მართვის უნარი; – დეტალებზე ორიენტირებულობა.