ლანდშაფტის არქიტექტორი/დიზაინერი
Job description
თანდართული ფაილი: 742280________________chekheti_5170922.zip "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" აცხადებს ღია ტენდერს კლიმატთან ადაპტირებული ლანდშაფტის არქიტექტორის/დიზაინერის მომსახურების შესყიდვაზე . თანდართული ფაილები: დანართები:1-3 პროექტი: "კლიმატმედეგობის გაძლიერება: ბუნებაზე დაფუძნებული მიკროსივრცეები უფრო მწვანე ფოთისთვის" შემსყიდველი ორგანიზაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში დამფინანსებელი ორგანიზაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შესყიდვის ტიპი: პროფესიული მომსახურება/ღია კონკურსი სამუშაოს ადგილი: ფოთის მუნიციპალიტეტი, საქართველო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 აგვისტო სატენდერო პაკეტის ენა: ქართული 1. ზოგადი ინფორმაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" (CCR) არის საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს განვითარების პროექტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. CCR საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს, ხოლო 2015 წელს თბილისში თავისი ოფიციალური ფილიალი დააფუძნა, რომლის მეშვეობით ორგანიზაციამ განახორციელა დონორების მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი არაერთი პროექტი ჯანდაცვის, სოციალური ინკლუზიის, გარემოს დაცვის და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/ https://georgia.caritas.cz/ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აცხადებს ღია ტენდერს კლიმატთან ადაპტირებული ლანდშაფტის არქიტექტორის/დიზაინერის მომსახურების შესყიდვაზე პროექტის "კლიმატმედეგობის გაძლიერება: ბუნებაზე დაფუძნებული მიკროსივრცეები უფრო მწვანე ფოთისთვის" ფარგლებში. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ და მიზნად ისახავს ფოთის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SECAP) განხორციელების მხარდაჭერას, ბუნებაზე დაფუძნებული, განმეორებადი და მასშტაბირებადი გადაწყვეტილებების დანერგვის გზით. დავალება მოიცავს დაახლოებით 2 500 მ² ფართობის კლიმატთან ადაპტირებული მწვანე სივრცისა და სამი მცირე ზომის სკვერის კონცეფციისა და დეტალური ლანდშაფტური დიზაინის მომზადებას. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ: " target="_blank">https://georgia.caritas.cz/ge/ras-vaketebt/mimdinare-proektebi/klimatmedegobis-gadzliereba-bunebaze-dapudznebuli-mtsvane-sivrtseebi/ დაახლოებით 2 500 მ² კლიმატთან ადაპტირებული მწვანე სივრცის ფართობის სავარაუდო ლოკაციად განიხილება ფოთის შესასვლელთან მდებარე ე.წ. "დიდების მემორიალის" მიმდებარე სივრცე (ზუსტი ლოკაციისთვის იხ. გუგლის რუკა https://maps.app.goo.gl/1uS2CxUQ8TJgUcYWA ). სამი მცირე ზომის სკვერის ზუსტი ლოკაცია შეირჩევა პროექტის განხორციელების პროცესში ექსპერტებისა და ლანდშაფტის დიზაინერ/არქიტექტორის ჩართულობით. 2. მომსახურების მიზანი: შერჩეულმა კონსულტანტმა/კომპანიამ უნდა მოამზადოს კონტექსტზე მორგებული, ტექნიკურად განხორციელებადი, მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით რეალისტური დიზაინი, რომელიც: ** პირდაპირ უკავშირდება ფოთის SECAP-ის პრიორიტეტებს; იხილეთ ბმული ** ეფუძნება ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NbS) პრინციპების ლოგიკას; ** პასუხობს ადგილობრივ კლიმატურ საფრთხეებს, მათ შორის სითბურ ტალღებს, ზედაპირულ დატბორვას, ძლიერ ნალექს, გვალვასა და ექსტრემალურ ამინდს; ** ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემურ მომსახურებებს; ** უზრუნველყოფს უსაფრთხო, ინკლუზიურ, ხელმისაწვდომ და საზოგადოებისთვის ფუნქციურ სივრცეს; ** ექნება რეპლიკაციის პოტენციალი ფოთის სხვა უბნებში და სხვა მუნიციპალიტეტებში. 3. მონაწილეობის უფლება: ტენდერში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან ფიზიკურ პირს/კონსულტანტს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პროფესიული განათლება, გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა. ერთობლივი განაცხადის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს წამყვანი აპლიკანტი და პასუხისმგებლობების განაწილება. 4. წარსადგენი დოკუმენტები და მნიშვნელოვანი პირობა: მნიშვნელოვანი განმარტება: სატენდერი პროცესი შედგება ორი ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე აპილიკანტებმა უნდა წარმოადგინონ საწყისი პროფესიული ხედვა და კონცეფცია. აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვისა და შეფასების საფუძველზე მოხდება შერჩეულ კანდიდატთა მეორე ეტაპზე გადაყვანა. მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება ინდივიდუალური გასაუბრებები, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება. სრული საპროექტო პაკეტისა და სამუშაოების განფასების მომზადება წარმოადგენს ტენდერში გამარჯვებული და უკვე შერჩეული აპლიკანტის მოვალეობას ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ეტაპზე. სატენდერო ეტაპზე (პირველ ეტაპზე) წარსადგენი პაკეტი უნდა მოიცავდეს: 1. სატენდერო განაცხადის ფორმა (დანართი 2) - შესავსები; 2. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა (დანართი 3) - შესავსები; 3. ტექნიკური წინადადება და სამუშაო მეთოდოლოგია, მათ შორის დავალების გააზრება და სამუშაო ეტაპები - დამოუკიდებელი დოკუმენტი/წარმოსადგენი; 4. საწყისი ხედვა/კონცეფცია (3-5 გვერდი) SECAP-ისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NbS) მიდგომების გათვალისწინებით: ** დავალების და კონტექსტის გააზრება; ** SECAP-თან კავშირი; ** 2 500 მ² სივრცის საწყისი ხედვა; ** სამი მცირე ზომის სკვერის მოდულური დიზაინის ხედვა; ** შემოთავაზებული NbS ელემენტები და მათი ფუნქციები; ** ინკლუზიურობა, უსაფრთხოება და საზოგადოებრივი გამოყენება; ** მოვლა-პატრონობა, ხარჯეფექტიანობა და განმეორებადობა; ** საწყისი ვიზუალური მასალები; ** ძირითადი რისკები და დაშვებები. რეკომენდებული მოცულობა: 3-5 გვერდი, ვიზუალური დანართების გარეშე. სატენდერო კონცეფცია არ უნდა წარმოადგენდეს სრულ და საბოლოო პროექტს. - დამოუკიდებელი დოკუმენტი/წარმოსადგენი; 5. მინიმუმ 1-2 ვიზუალური მასალა: კონცეპტუალური სქემა, გრაფიკული კოლაჟი ან წინასწარი ვიზუალიზაცია (ეს მასალა არ ჩაითვლება საბოლოო დიზაინად) - დამოუკიდებელი დოკუმენტი/წარმოსადგენი; 6. აპლიკანტის/წამყვანი სპეციალისტების CV-ები; 7. მსგავსი მომსახურების შესრულების დამადასტურებელი მინიმუმ 2 რეკომენდაცია ან ხელშეკრულება/მიღება-ჩაბარების აქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 8. რეგისტრაციის ამონაწერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 5. კონცეფციისადმი მოთხოვნები (სატენდერო (პირველ) ეტაპზე) სატენდერო ეტაპზე მოთხოვნილი კონცეფცია უნდა წარმოადგენდეს აპლიკანტის საწყის პროფესიულ ხედვას. კონცეფციამ მინიმუმ უნდა აღწეროს: ** SECAP-ის რომელი პრიორიტეტების მხარდაჭერას შეძლებს შემოთავაზებული მიდგომა; ** რა კლიმატურ და გარემოსდაცვით პრობლემებს პასუხობს ხედვა; ** რა NbS ელემენტები