TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ლანდშაფტის მოვლის მენეჯერი

ლანდშაფტის მოვლის მენეჯერი

უნ 1 Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 09, 2026

Job description

შპს "უნ 1" აცხადებს ვაკანსიას ლანდშაფტის მოვლის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ კადრს რომელიც პასუხისმგებელი იქნება საცხოვრებელი კომპლექსის გამწვანებული ტერიტორიის პროფესიონალურ მოვლაზე - სეზონური სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე, მცენარეთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, ავტომატური სარწყავი სისტემის მართვასა და დამხმარე მებაღის ყოველდღიურ კოორდინაციაზე. გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი). ამ პერიოდის განმავლობაში შეფასდება კანდიდატის პროფესიული ცოდნა, სამუშაოს ხარისხი, პასუხისმგებლობა და ორგანიზების უნარი. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 10:00 - 19:00 ანაზღაურება: შეთანხმებით; ძირითადი მოვალეობები: ** გამწვანებული ტერიტორიის ყოველდღიური მონიტორინგი; ** ხეების, ბუჩქების, დეკორატიული მცენარეებისა და გაზონის პროფესიონალური მოვლა; ** სეზონური სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ** გაზონის მოვლის სრული ციკლის მართვა (თიბვა, განოყიერება, აერაცია, სკარიფიკაცია და სხვა); ** ავტომატური სარწყავი სისტემის მართვა, პროგრამირება და ყოველდღიური კონტროლი; ** სარწყავი სისტემის მცირე ტექნიკური გაუმართაობების დამოუკიდებლად აღმოფხვრა; ** მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დროული აღმოჩენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ** მცენარეთა დაცვისა და განოყიერების პროცესების ორგანიზება; ** სამუშაოების დაგეგმვა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება; ** ტერიტორიის მაღალი ვიზუალური ხარისხის უზრუნველყოფა; ** დამხმარე მებაღის სამუშაოს დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამწვანების მოვლის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** ხეებისა და ბუჩქების მოვლის პროფესიული ცოდნა; ** დეკორატიული მცენარეებისა და გაზონის მოვლის გამოცდილება; ** ავტომატური სარწყავი სისტემების პრაქტიკული ცოდნა; ** სარწყავ პროგრამატორებთან მუშაობის გამოცდილება; ** მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების ამოცნობის უნარი; ** სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ცოდნა; ** მცირე ტექნიკური სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების გამოცდილება. სასურველია: B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პრობლემების სწრაფად აღმოჩენისა და გადაჭრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა. თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 9 აგვისტო . გთხოვთ, ელფოსტის თემის (Subject) ველში მიუთითოთ: (ლანდშაფტის მოვლის მენეჯერი).