ლოგისტიკის სპეციალისტი
Job description
შპს " BWL Logistics" -ში აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე ** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით მოვალეობები: ** ლოგისტიკური დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (CRM, ინვოისი და სხვა); ** სატრანსპორტო ხარჯების/ტარიფების ზუსტი გაანგარიშება; ** აგენტებთან კომუნიკაცია (ფრახტის დათვლა, ბუქინგი); ** ყოველდღიური გადაზიდვების მონიტორინგი და პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა; ** ტვირთების მოძრაობის სრული ციკლის დოკუმენტური აღრიცხვა და მონიტორინგი; ** პარტნიორების ინფორმირება ტვირთის სტატუსისა და სავარაუდო ჩასვლის ვადებზე; ** შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა; ** კომპანიის ERP სისტემის დანერგვის შემდგომ პროცესებში ჩართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** CMR-ის და HBL დამოუკიდებლად შედგენა, საბაჟო წესების შესაბამისად; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** სასურველია საოპერაციო პროცესების პრაქტიკული ცოდნა: ფრახტების დათვლა; ბუქინგების ორგანიზება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია); ** ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი; ** საერთაშორისო გადაზიდვების პროცესების ზოგადი ცოდნა; ** ლოჯისტიკურ ან სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელია), რუსული — სასურველია უნარები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ვერბალური და წერილობითი პრეზენტაციის კარგი უნარი; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება; ** დისციპლინირებულობა. კომპანიაში დაგხვდებათ: ** კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობები. ** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო. თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "BWL LOGISTICS"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "BWL LOGISTICS"-ისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.