ლოჯისტიკის და ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
Job description
კომპანია “არ ემ ჯი” (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო მომპოვებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის და ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - ფოთი ლოჯისტიკის და ხარისხის კონტროლის სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: საბაჟო პროცედურები და ფორმალობები (ექსპორტი და იმპორტი). ფოთის პორტის და გეზში ტვირთის საბაჯო გაფორმება, რეგისტრირებული დეკლარაციის ფერზე გაშვება და სხვა საბაჯო პროცდურებთან დაკავშირებული მოთხოვნები; უზრუნველყოს ფოთოს პორტში (APMT/PACE) და სხვა ტერმინალებზე არემჯის კუთვნილ ტვირთებზე კონტროლი - შენახვის, დატვითვის/დაცლის პირობების მონიტორინგი და მეთვალყურეობა. სეპარირებული ლოტებად დასაწყობების, და დატვირთვის მონიტორინგი; ლოჯისტიკის სამსახურის უფროსს წარუდგინოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ; დროულად მოითხოვოს და უზრუნველყოს საბაჟო პროცედურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. (პორტი, ტერმინალი, საბაჯო ან სხვა სტრუქტურული ერთეული) დაზიანებული ბეგების ახლით შეცვლის ორგანიზაცია; დაყრილი პროდუქციის ახალ ბიგბეგში მოთავსების ორგანიზაცია; სხვადასხვა ტვირთებით დაბინძურებისაგან დაცვის უზრუნველყოფის ორგანიზაცია; შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა, ლოჯისტიკასთან ან ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული დავალება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელი მოთხოვნები უმაღლესი განათლება; კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook; ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; გამართულად წერის უნარი. კანდიდატების შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება წარმოსადგენი დოკუმენტაცია: საკავლიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV - ქართულ ენაზე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არა უგვიანეს 2026 წლის 06 ივლისის 18:00 საათისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.