---
title: ლოჯისტიკის მენეჯერი at carmove
description: " CarMove " — საერთაშორისო ავტოლოგისტიკის მიმართულებით განვითარებადი კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომე
---

# ლოჯისტიკის მენეჯერი

**Company:** carmove  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-02  
**Apply by:** 2026-10-02

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=749608)

## Job description

" CarMove " — საერთაშორისო ავტოლოგისტიკის მიმართულებით განვითარებადი კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია გადაზიდვის სრული პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზება. უშუალოდ ავტომობილების/ავტომზიდებით გადაზიდვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად, თუმცა არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საერთაშორისო სახმელეთო და ავტოგადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება; ** კონკრეტული გადაზიდვისთვის შესაბამისი მძღოლისა და გადამზიდავი კომპანიის მოძიება; ** მძღოლებთან და გადამზიდავებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და კოორდინაცია; ** სატრანსპორტო ტარიფებზე მოლაპარაკება და ოპტიმალური პირობების შეთანხმება; ** ჩატვირთვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვის სრული პროცესის კონტროლი; ** ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვა; ** ტრანსპორტის მოძრაობისა და მიწოდების ვადების ყოველდღიური მონიტორინგი; ** გზაში, ტრანზიტისას ან საზღვარზე წარმოქმნილი შეფერხებებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტა; ** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი; ** ახალი მძღოლებისა და გადამზიდავი კომპანიების მოძიება და პარტნიორული ქსელის მუდმივი განვითარება; ** გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის კომპანიის სისტემაში დროულად და სრულყოფილად ასახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია; ** საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება; ** მძღოლებთან და გადამზიდავ კომპანიებთან მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება; ** საერთაშორისო სახმელეთო მარშრუტებისა და გადაზიდვის პროცესების ცოდნა; ** რუსული ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** რამდენიმე გადაზიდვის ერთდროულად დაგეგმვისა და მართვის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** ავტომობილების/ავტომზიდებით საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზების გამოცდილება; ** მოქმედი მძღოლებისა და გადამზიდავი კომპანიების საკუთარი საკონტაქტო ბაზა; ** საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ცენტრალური აზიის სხვა მიმართულებებზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სწრაფი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** სტრესულ და პრობლემურ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა. კომპანია გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას; ** საერთაშორისო ავტოლოგისტიკის მზარდ მიმართულებაში მუშაობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + შედეგზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას; ** პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV. CV-ის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი — CarMove" კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უშუალოდ ავტოგადაზიდვების გამოცდილება ან მოქმედი მძღოლებისა და გადამზიდავების ბაზა, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მიუთითოთ CV-ში ან თანდართულ წერილში. თქვენი CV გამოგვიგზავნეთ მეილზე: info@carmove.ge

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ლოჯისტიკის მენეჯერი","description":"<p>\" CarMove \" — საერთაშორისო ავტოლოგისტიკის მიმართულებით განვითარებადი კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია გადაზიდვის სრული პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზება. უშუალოდ ავტომობილების/ავტომზიდებით გადაზიდვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად, თუმცა არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საერთაშორისო სახმელეთო და ავტოგადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება; ** კონკრეტული გადაზიდვისთვის შესაბამისი მძღოლისა და გადამზიდავი კომპანიის მოძიება; ** მძღოლებთან და გადამზიდავებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და კოორდინაცია; ** სატრანსპორტო ტარიფებზე მოლაპარაკება და ოპტიმალური პირობების შეთანხმება; ** ჩატვირთვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვის სრული პროცესის კონტროლი; ** ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვა; ** ტრანსპორტის მოძრაობისა და მიწოდების ვადების ყოველდღიური მონიტორინგი; ** გზაში, ტრანზიტისას ან საზღვარზე წარმოქმნილი შეფერხებებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტა; ** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი; ** ახალი მძღოლებისა და გადამზიდავი კომპანიების მოძიება და პარტნიორული ქსელის მუდმივი განვითარება; ** გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის კომპანიის სისტემაში დროულად და სრულყოფილად ასახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია; ** საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება; ** მძღოლებთან და გადამზიდავ კომპანიებთან მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება; ** საერთაშორისო სახმელეთო მარშრუტებისა და გადაზიდვის პროცესების ცოდნა; ** რუსული ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** რამდენიმე გადაზიდვის ერთდროულად დაგეგმვისა და მართვის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** ავტომობილების/ავტომზიდებით საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზების გამოცდილება; ** მოქმედი მძღოლებისა და გადამზიდავი კომპანიების საკუთარი საკონტაქტო ბაზა; ** საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ცენტრალური აზიის სხვა მიმართულებებზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სწრაფი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** სტრესულ და პრობლემურ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა. კომპანია გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას; ** საერთაშორისო ავტოლოგისტიკის მზარდ მიმართულებაში მუშაობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + შედეგზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას; ** პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV. CV-ის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ: \"ლოჯისტიკის მენეჯერი — CarMove\" კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უშუალოდ ავტოგადაზიდვების გამოცდილება ან მოქმედი მძღოლებისა და გადამზიდავების ბაზა, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მიუთითოთ CV-ში ან თანდართულ წერილში. თქვენი CV გამოგვიგზავნეთ მეილზე: info@carmove.ge</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"749608"},"url":"https://techgeo.ge/job/lojistikis-menejeri-48bd17c","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"carmove"},"directApply":false,"datePosted":"2026-09-02","validThrough":"2026-10-02T23:59:59+04:00"}
```
