ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერი
Job description
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო. ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს. სადაზღვევო კომპანია "უნისონი" და მისი შვილობილი კომპანიები აცხადებენ ვაკანსიას ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30 სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი პასუხისმგებლობები: ** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სამშენებლო, ტექნიკური, ადმინისტრაციული და საოპერაციო მიმართულებებისთვის საჭირო შესყიდვების სრული ციკლის მართვა; ** სამშენებლო მასალების, ტექნიკის, ინვენტარის, მომსახურებებისა და სხვა საჭირო რესურსების შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; ** სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული ტენდერების ორგანიზება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, კომერციული წინადადებების მიღება და შეფასება, მომწოდებლების შერჩევა, მოლაპარაკებების წარმოება და სატენდერო პროცესის სრულყოფილი მართვა; ** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, ბაზრის კვლევა, ფასებისა და პირობების ანალიზი, საუკეთესო კომერციული პირობების მიღწევა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; ** ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა, შესრულების კონტროლი და მომწოდებლების საქმიანობის შეფასება; ** სამშენებლო და საოპერაციო ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა, ტრანსპორტირების ორგანიზება და მიწოდების ვადების კონტროლი; ** არსებული სასაწყობე მარაგების მართვა, პროგრამული აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მარაგების ოპტიმალური დონის განსაზღვრა და ახალი შეკვეთების ფორმირება; ** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ოფისებისა და ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური, ენერგეტიკული, კომუნალური და საოფისე ინფრასტრუქტურის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** ტექნიკური მოწყობილობების, საოფისე ინვენტარის, ავეჯის, სახარჯი მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის, განახლებისა და ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია; ** კომპანიის რეგიონული ფილიალებისა და ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** ავტოპარკის მართვა, მათ შორის ავტომობილების ტექნიკური გამართულობის კონტროლი, გეგმური სერვისებისა და სარემონტო სამუშაოების ორგანიზება, დაზღვევის, ტექდათვალიერების, საწვავის ხარჯის, რეგისტრაციისა და სხვა სავალდებულო პროცედურების მართვა; ** შესყიდვებთან, ლოჯისტიკასთან, ინფრასტრუქტურასა და ავტოპარკთან დაკავშირებული ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაციის ღონისძიებების განხორციელება; ** მარეგულირებელ ორგანოებთან, მუნიციპალიტეტთან, კომუნალური მომსახურების კომპანიებთან, კონტრაქტორებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური თანამშრომლობა; ** შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურული პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, ოპტიმიზაცია და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკის, ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება; ** შესყიდვების, ლოგისტიკის, ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული პროცესების მართვის მინ. 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების მართვის გამოცდილება; ** MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel) კარგი ცოდნა; ** ERP/სასაწყობე აღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა სასურველია; ** მართვის მოწმობა ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. "უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.