TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი

LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი

ინსტა Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

" Insta " - ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები. წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA. ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! ვაკანსია: LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) ანაზღაურება: 4000+ NET ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას; ** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კორპორატიული ნომერი; ** Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით); ** საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო; ** შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს. ძირითადი მოვალეობები: ** LV და ელექტრო-საპროექტო მიმართულების სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი; ** ელექტრომომარაგების სისტემებისა და ძალოვანი კარადების მიმართულებით ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და ოპტიმიზაცია; ** ელექტრო ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და გადამოწმების პროცესში მონაწილეობა; ** პროექტების შესრულების მონიტორინგი დადგენილი ვადებისა და ბიუჯეტის შესაბამისად; ** ძალოვანი კარადების აწყობის, ტესტირების და ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცესების კოორდინაცია; ** ტექნიკური საკითხების შეთანხმება და კოორდინაცია სხვა საინჟინრო მიმართულებებთან (ELV, ავტომატიზაცია, პროექტების მართვა); ** ტექნიკური შეუსაბამობების გამოვლენა და გამოსწორების პროცესის მართვა; ** ტექნიკური სტანდარტების, შიდა რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაში მონაწილეობა; ** მიმართულების ფარგლებში ტექნიკური და ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; ** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან ** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოს დაგეგმვა და დავალებების განაწილება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ელექტროენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში; ** ელექტრო-საპროექტო და ელექტრომომარაგების სისტემების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** გუნდის მართვის ან პროექტების კოორდინაციის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და კომუნიკაცია). პროგრამული უნარ-ჩვევები: ** AutoCAD; ** EPLAN ან სხვა ელექტრო-საპროექტო პროგრამები; ** Microsoft Office (Excel, Word, Outlook); ** სხვა საინჟინრო პროგრამები პროფილის შესაბამისად. გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი" ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "ინსტა"- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად "ინსტაში" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები "ინსტას" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ინსტა" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს "ინსტაში", ასევე, სხვა "ინსტა" პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "ინსტა"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ინსატ"-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: ტელ.: + (995 32) 220-20-20; ვებ-გვერდი: https://www.insta.ge/ka/