TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი

LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი

ინსტა თბილისი ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

Insta - ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები. წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA. ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! ვაკანსია: LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი -პარასკევი) ანაზაურება: 4000+ NET ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას; მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; კორპორატიული ნომერი; Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით); საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო; შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს. ძირითადი მოვალეობები: LV და ელექტრო-საპროექტო მიმართულების სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი; ელექტრომომარაგების სისტემებისა და ძალოვანი კარადების მიმართულებით ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და ოპტიმიზაცია; ელექტრო ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და გადამოწმების პროცესში მონაწილეობა; პროექტების შესრულების მონიტორინგი დადგენილი ვადებისა და ბიუჯეტის შესაბამისად; ძალოვანი კარადების აწყობის, ტესტირების და ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცესების კოორდინაცია; ტექნიკური საკითხების შეთანხმება და კოორდინაცია სხვა საინჟინრო მიმართულებებთან (ELV, ავტომატიზაცია, პროექტების მართვა); ტექნიკური შეუსაბამობების გამოვლენა და გამოსწორების პროცესის მართვა; ტექნიკური სტანდარტების, შიდა რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაში მონაწილეობა; მიმართულების ფარგლებში ტექნიკური და ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოს დაგეგმვა და დავალებების განაწილება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ელექტროენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში; ელექტრო-საპროექტო და ელექტრომომარაგების სისტემების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გუნდის მართვის ან პროექტების კოორდინაციის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და კომუნიკაცია). პროგრამული უნარჩვევები: AutoCAD; EPLAN ან სხვა ელექტრო-საპროექტო პროგრამები; Microsoft Office (Excel, Word, Outlook); სხვა საინჟინრო პროგრამები პროფილის შესაბამისად. გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’ LV & პროექტირების გუნდის მენეჯერი’’ ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს ‘’ინსტა’’- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად „ინსტაში“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზვანილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები „ინსტას“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, „ინსტა“ შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშავოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს „ინსტაში“, ასევე, სხვა „ინსტა“ პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისიწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების „ინსტა“-სთვის გაგზვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ „ინსატ“-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: ტელ.: + (995 32) 220-20-20; ვებ-გვერდი: https://www.insta.ge/ka/