TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მაღაზიის დაცვის თანამშრომელი

მაღაზიის დაცვის თანამშრომელი

ფემილი რითეილი თბილისი ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

კომპანია „ფემილი რითეილი“ — 15 წლიანი გამოცდილების მქონე, სწრაფად მზარდი ქსელი სავაჭრო სექტორში, რომელიც აერთიანებს მაღაზიათა ქსელ „ფემილი“-სა და საკვების საწარმო „ ფემილი ფუდს “ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ვაკანსია: მაღაზიის დაცვის თანამშრომელი ძირითადი მოვალეობები: სავაჭრო სივრცის მუდმივი მონიტორინგი და ქურდობის პრევენცია; მომხმარებელთა საეჭვო ქმედებების გამოვლენა და რეაგირება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად; ვიდეომონიტორინგის ოპერატორთან და მაღაზიის მენეჯერთან კოორდინაცია; სალაროსა და გასასვლელის კონტროლი; კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად და პროფესიონალურად მართვა; კომპანიის უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ყურადღებიანობა და დაკვირვების უნარი; კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 13:00 – 01:00, დღე-გამოშვებით. ანაზღაურება: 75 ლარი სამუშაო დღეში. თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] , "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება. გისურვებთ წარმატებებს !