TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მაღაზიის მენეჯერი

მაღაზიის მენეჯერი

Free Style Group Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

" Free Style Group " აცხადებს მაღაზიის მენეჯერის ვაკანსიას ახალი საერთაშორისო ტანსაცმლის ბრენდისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის. ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, ლიდერული უნარების მქონე და გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს მაღაზიის ეფექტურ ოპერირებას, გაყიდვების ზრდასა და გუნდის წარმატებულ მართვას. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვა და გაყიდვების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა; ** გუნდის ხელმძღვანელობა, მოტივაცია, განვითარება და მაღალი სამუშაო სტანდარტების დამკვიდრება; ** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა, შეფასება, უკუკავშირის მიწოდება; ** პროდუქციის, მარაგებისა და ასორტიმენტის ეფექტური მართვა, ახალი კოლექციების მიღების, დამუშავების, განთავსებისა და ინვენტარიზაციის პროცესების კოორდინაცია; ** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და გუნდისთვის მაგალითის მიცემა; ** გაყიდვების შედეგებისა და საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი, რეპორტების მომზადება და პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა; ** კომერციული პროცესების მართვაში ჩართულობა და მარკეტინგული აქტივობების სწორად განხორციელების კონტროლი; ** სალარო ოპერაციების, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების, გაცვლა/დაბრუნებისა და სხვა საოპერაციო პროცედურების კონტროლი; ** მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების, სისუფთავის, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და დანაკარგების პრევენციის სტანდარტების დაცვა; ** სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა მაღაზიის პროცესების გაუმჯობესების მიზნით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** ინგლისური ენის ცოდნა; ** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები; ** გაყიდვების მართვისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით; ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსური სისტემა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** თანამედროვე და დინამიკური სამუშაო გარემო საერთაშორისო ბრენდთან ერთად. თუ გსურთ გახდეთ Free Style Group-ის გუნდის წევრი და ახალი მოდის ისტორიის ნაწილი საქართველოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი".