მაღაზიის მენეჯერი
Job description
ფრანგული ბრენდის Zadig&Voltaire-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, მაღაზია Zadig&Voltaire Tbilisi აცხადებას ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კრეატიულ, მოტივირებულ და მაღალკვალიფიციურ მენეჯერს, რომელსაც აქვს ძლიერი გატაცება მოდის ინდუსტრიის მიმართ და სურვილი განვითარდეს ამ მიმართულებით. პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი სამუშაო განრიგი: სრული, კვირაში 5 დღე (8+1 საათი), ცვლებში: 11:00 -20:00 12:00- 21:00 ანაზღაურება: 1700 + ბონუსი ჯანმრთელობის დაზღვევა შერჩევის ფორმა: გასაუბრება გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს: აუცილებელი მოთხოვნები: ** გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე; ** პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა; ** მიმდინარე მოდის ტენდენციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა; ** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით; ** ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდის მართვა; ** ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუმ B1; ** ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა; ** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიის პერსონალის მართვა; ** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; ** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი; ** სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრეინინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა; ** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა; ** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი; ** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა; ** გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა; ** სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი; ** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; ** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა; ** სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზია Zadig&Voltaire -ის მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი. გისურვებთ წარმატებას!