მაღაზიის საწყობის მიმღები
Job description
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი შპს " დისქაუნთ დეპო " აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის მიმღების პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 15 სამუშაო დღე ანაზღაურება: 1300₾ ფიქსირებული + 300₾ ბონუსი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება; ** ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადებისა და მარაგების რეგულარული კონტროლი; ** ფილიალში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა; ** საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის სივრცის პროდუქციით მომარაგება. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ბმული: https://forms.gle/w5oWe8tHrKCdyUt49 ან გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მიმღები". მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისკაუნტ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისკაუნტ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისკაუნტ დეპოსთვის" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. გისურვებთ წარმატებას!