TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Marketing Project Coordinator

Marketing Project Coordinator

Peugeot Georgia Tbilisi, Georgia
Posted Jul 15, 2026 14h ago

Job description

“პეჟო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე. პეჟო საქართველო — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს. შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი. სამუშაო გრაფიკი: სრული. ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00; ადგილმდებარეობა: „პეჟო საქართველო“, აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი. პოზიციის მიზანი და სამუშაო მოვალეობები: ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად; ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია; სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან; საავტომობილო სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა, ვიზუალური რეფერენსების ძიება და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება; მედია პარტნიორებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაგეგმილი მარკეტინგული პროექტების ფარგლებში; ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა; ფოტო-ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ვიზუალური მასალების მუდმივი განახლება როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ფიზიკური გარე სარეკლამო არხებისთვის; ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე მოდელების შესახებ ინფორმაციის და ფოტო-ვიდეო მასალების განახლება; ბრენდირებული პროდუქციის დამზადების პროცესის მართვა და სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა; მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანგარიშგება მენეჯმენტთან და მონაცემებზე დაფუძნებით სამომავლო გეგმების შემუშავება. საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მარკეტინგული სიახლეების მუდმივად გაცნობის სურვილი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი; მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია საავტომობილო სფეროში; ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება; Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის ეფექტურად გამოყენების გამოცდილება; სოციალური მედიის ანალიტიკისა და კამპანიების შედეგების შეფასების უნარი; კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის გამოცდილება სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის; სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას,