მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Job description
" მეტროპოლი " ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს , რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის მარკეტინგულ მიმართულებას, დაგეგმავს და განახორციელებს ეფექტურ კამპანიებს, უზრუნველყოფს ბრენდის ცნობადობის ზრდას და გაყიდვების მხარდაჭერას. ლოკაცია: ბათუმი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება; ** მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და გუნდის ხელმძღვანელობა; ** ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება; ** სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია; ** ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და რეპუტაციის გაძლიერებაზე მუშაობა; ** გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდების გენერირებისა და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით; ** კრეატიულ სააგენტოებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა; ** ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი ანალიზი; ** მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3-წლიანი ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად); ** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პრაქტიკული გამოცდილება; ** კონტრაქტორებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და სხვადასხვა პარტნიორთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება; ** პროექტების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** Google Ads, Meta Ads, CRM სისტემებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; ** ლიდერული, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვების უზრუნველყოფას; ** კორპორატიულ ნომერს; ** პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ** ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს. თუ გსურთ, გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!