მარკეტინგის ხელმძღვანელი
Job description
Homex აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის (Head of Marketing) პოზიციაზე კომპანია: Homex / Lagoon Resort ლოკაცია: ბათუმი ვის ვეძებთ ვეძებთ ძლიერ მარკეტინგის ხელმძღვანელს, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ რეკლამის მართვას, არამედ მთლიანად კომპანიის მარკეტინგული სისტემის შექმნას და განვითარებას. ეს პოზიცია არ არის მხოლოდ SMM-ის, Meta Ads-ის ან კონტენტის მართვა. გვჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბიზნესის, მომხმარებლისა და ბაზრის ღრმა ანალიზი და ამ ანალიზზე დაფუძნებული მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება. ძირითადი პასუხისმგებლობები მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება; მომხმარებლის ღრმა კვლევა და სეგმენტაცია; პროექტის პოზიციონირების განვითარება; კონკურენტების სისტემური ანალიზი; გაყიდვების ფანელის გაუმჯობესება; ლიდების ხარისხისა და კონვერსიის ზრდა; მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა; გარე სააგენტოებისა და კონტრაქტორების კოორდინაცია; შედეგების ანალიზი KPI-ების მიხედვით; ახალი იდეებისა და ჰიპოთეზების ტესტირება. აუცილებელი მოთხოვნები მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში; სტრატეგიული აზროვნება; ძლიერი ანალიტიკური უნარები; მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება; ბრენდინგისა და პოზიციონირების კარგი ცოდნა; ციფრული მარკეტინგის პრაქტიკული გამოცდილება; კომუნიკაციისა და ლიდერობის მაღალი უნარი. დიდი უპირატესობა იქნება უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა. რას გთავაზობთ შესაძლებლობას, შექმნათ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური დეველოპერული პროექტის მარკეტინგი საქართველოში; დამოუკიდებლობას გადაწყვეტილებების მიღებაში; კონკურენტულ ანაზღაურებას; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995514009009