TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგის ხელმძღვანელი

მარკეტინგის ხელმძღვანელი

besthome Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

Best Home საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც 4 ფილიალითა და 200-მდე თანამშრომლით ყოველდღიურად ვითარდება. თუ გაქვს სტრატეგიული ხედვა, გიყვარს ძლიერი ბრენდის შექმნა, კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და შედეგებზე ორიენტირებული მარკეტინგი, გიწვევთ ჩვენს გუნდში მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, განვითარება და განხორციელება; ** ბრენდის პოზიციონირებაზე მუშაობა და ცნობადობის ზრდა; ** სოციალური მედიის (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) სრული მართვა; ** ყოველთვიური კონტენტ-გეგმის შექმნა და მართვა; ** Meta Ads-ისა და Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია; ** სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად განაწილება და შედეგების ანალიზი; ** ვიდეოებისა და ფოტოგადაღებების დაგეგმვა, კონცეფციების, სცენარებისა და ტექსტების შექმნა; ** კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და პროცესების კოორდინაცია; ** ახალი პროექტების, სერვისებისა და ვაკანსიების მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ** ონლაინ და ოფლაინ აქტივობების ორგანიზება; ** ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი; ** ახალი მარკეტინგული არხებისა და შესაძლებლობების მოძიება; ** KPI-ების განსაზღვრა, შედეგების შეფასება და ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა; ** Google Ads-ის მართვის გამოცდილება; ** ძლიერი კოპირაითინგისა და კონტენტის დაგეგმვის უნარი; ** ბრენდის განვითარების გამოცდილება; ** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** რამდენიმე პროექტის პარალელურად ეფექტურად მართვის გამოცდილება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი. ჩაითვლება უპირატესობად: ** Photoshop, Illustrator, Canva ან სხვა დიზაინ პროგრამების ცოდნა; ** ვიდეომონტაჟის გამოცდილება (CapCut, Premiere Pro, Final Cut Pro ან სხვა); ** ფოტოგრაფიისა და ვიდეოგადაღების გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული უნარები: ** ლიდერული თვისებები; ** ორგანიზებულობა; ** კრეატიული აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი სამუშაო დისციპლინა; ** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას - 1 500-დან 3 000 ლარამდე (გამოცდილების შესაბამისად); პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; შესაძლებლობას, შექმნა და განავითარო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბრენდი უძრავი ქონების სფეროში; თანამედროვე სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველა 78ა როგორ გამოაგზავნო განაცხადი: თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია Best Home-ის მარკეტინგი სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანო, გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] შემოუერთდი Best Home-ს და შექმენი მარკეტინგი, რომელსაც რეალური გავლენა ექნება კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე!