მარკეტინგის მენეჯერი
Job description
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო. ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს. სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი; ** შიდა დეპარტამენტებიდან შემოსული მარკეტინგული მოთხოვნების მიღება, პრიორიტეტიზაცია, შესაბამის რესურსებზე გადანაწილება და შესრულების მართვა და კონტროლი; ** კომპანიის ბრენდის სტანდარტების, ვიზუალური იდენტობისა და საკომუნიკაციო პოლიტიკის დაცვის უზრუნველყოფა; ** მარკეტინგული მასალების, კონტენტის, PR აქტივობების, ღონისძიებებისა და პარტნიორული პროექტების დაგეგმვა და კოორდინაცია; ** კომპანიის ვებ-გვერდის ადმინისტრირების, ინფორმაციის განახლების, ფუნქციონირების მონიტორინგისა და განვითარების პროცესების მართვა და კოორდინაცია; ** ციფრული მარკეტინგის მიმართულებების, მათ შორის Google Ads, Meta Ads, SEO და სხვა აქტივობების შესრულების მონიტორინგი, შედეგების შეფასება და შესაბამის სპეციალისტებთან კოორდინაცია; ** CRM პროცესების, მომხმარებელთა სეგმენტაციის, Email/SMS კამპანიებისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების ინიციატივების კოორდინაცია; ** გარე სააგენტოებთან, პარტნიორებსა და მომწოდებლებთან ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება, KPI-ების მონიტორინგი, ანგარიშგების მომზადება და გაუმჯობესების რეკომენდაციების წარდგენა; ** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი და შესაბამისი განვითარების ინიციატივების შეთავაზება; ** მარკეტინგული პროცესების, სამუშაო სტანდარტებისა და დოკუმენტაციის მართვა და მუდმივი გაუმჯობესება; ** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა კომპანიის ბიზნესმიზნების მისაღწევად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით; ** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება; ** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, კოორდინაციისა და მართვის გამოცდილება; ** კომპანიის ვებგვერდის ადმინისტრირების, კონტენტის განახლებისა და განვითარების პროცესების მართვის გამოცდილება; ** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Google Ads, Meta Ads, Google Analytics (GA4) და სხვა) მუშაობის პრინციპების კარგი ცოდნა და მათი შედეგების შეფასების უნარი; ** SEO-ის ძირითადი პრინციპებისა და ვებგვერდის ოპტიმიზაციის პროცესების ცოდნა; ** ციფრული მარკეტინგის სააგენტოს, Advertiser-ისა და Digital Marketing Specialist-ის საქმიანობის კოორდინაციისა და შესრულებული სამუშაოს შეფასების უნარი; ** CRM სისტემებთან, Email Marketing-ისა და მომხმარებელთა სეგმენტაციის პროცესებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მარკეტინგული მონაცემების ანალიზის, KPI-ების მონიტორინგისა და ანგარიშგების მომზადების გამოცდილება; ** Microsoft Office-ისა და Google Workspace-ის პროგრამების კარგი ცოდნა. აუცილებელი უნარები: ** ძლიერი ორგანიზებისა და კოორდინაციის უნარი; ** პროექტების ეფექტურად მართვის გამოცდილება; ** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები; ** რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა მხარესთან ეფექტური კოორდინაციის უნარი; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის მენეჯერის დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. "უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.