მარკეტინგის მენეჯერი
Job description
ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს , ციფრული და თრეიდ მარკეტინგის გამოცდილებით საცალო ბიზნესში. მარკეტინგის მენეჯერი უხელმძღვანელებს ედვერთაიზერის და გრაფიკული დიზაინერის შიდა გუნდს. ასევე, ფართომასშტაბიანი კამპანიების ფარგლებში, ითანამშრომლებს სააგენტოებთან და გარე გუნდებთან. ძირითადი მოვალეობები: მარკეტინგის დაგეგმვა ** კომერციულ დირექტორთან ერთად წლიური, სეზონური და ყოველთვიური გაყიდვებისა და მარკეტინგის გეგმების მომზადება. ** კამპანიების დაგეგმვა მაღაზიებში, სოციალურ მედიაში, ვებგვერდებსა და პარტნიორების არხებში. ** კონტენტ-კალენდრის მართვა და მისი შესრულება ციფრული მარკეტინგის მენეჯერსა და გრაფიკულ დიზაინერთან. ციფრული კონტენტი ** Facebook-ის, Instagram-ის, ვებგვერდებისა და სხვა ციფრული არხების კონტენტის მართვა. ** ქოფის დაწერა, პოსტების მომზადება და გამოქვეყნება. ** კამპანიის ბრიფების მომზადება და კრეატიული მასალების შექმნის კოორდინაცია. ** საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგულ პორტალებზე ხელმისაწვდომი კონტენტის გამოყენება და ადაპტირება. ** ციფრული კამპანიების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება. სავაჭრო მარკეტინგი ** POS მასალების, სარეკლამო სტენდების, ვიტრინების კომუნიკაციისა და სხვა საცალო მარკეტინგული მასალების შექმნა. ** კამპანიებისა და ვიზუალური კომუნიკაციის განხორციელების კოორდინაცია ყველა მაღაზიაში. ** მაღაზიებში რეგულარული ვიზიტები და კონვერსიისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლების ანალიზი. ** ბრენდებთან და ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობა ** კომპანიის პორტფელში არსებულ ბრენდებთან ერთობლივი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა. ** მარკეტინგული ბიუჯეტების, თანადაფინანსებისა და სხვა სახის მხარდაჭერის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება. ** საერთაშორისო ბრენდების კამპანიების ქართულ ბაზარზე ადაპტირება. ** ბანკებთან, სავაჭრო ცენტრებთან, გადახდის სერვისების პროვაიდერებთან, ლოიალობის პროგრამებთან და სხვა კომპანიებთან პარტნიორობის განვითარება. ** სარეკლამო განთავსებებზე მოლაპარაკებების წარმოება და ერთობლივი კამპანიებისა და ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც გაზრდის მაღაზიების მომხმარებელთა ნაკადს. მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით. ** საცალო ვაჭრობის სფეროში, მარკეტინგის, სავაჭრო მარკეტინგის ან კომერციულ დეპარტამენტში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება. ** მოდის საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის: ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, აქსესუარები, სამკაულები, პარფიუმერია ან სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი სხვა საცალო კატეგორია. ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ** სააგენტოებთან, დიზაინერებთან და კონტენტის შემქმნელებთან მუშაობის გამოცდილება. დამატებით უპირატესობად ჩაითვლება: ** სავაჭრო მარკეტინგის ან ვიზუალური მერჩენდაიზინგის გამოცდილება. ** საერთაშორისო ბრენდებთან მარკეტინგული მხარდაჭერის შესახებ მოლაპარაკებების გამოცდილება. ** ბანკებთან, სავაჭრო ცენტრებთან ან სხვა ბიზნესპარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. ** ლოიალობის პროგრამების და ციფრული მარკეტინგის გამოცდილება. ** მცირე მარკეტინგული გუნდის კოორდინაციის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მეილის სათაურში მიუთითეთ: მარკეტინგის მენეჯერი