მარკეტინგის მენეჯერი
Job description
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: ** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება; ** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება; ** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი; ** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ** ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. "Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და აღსრულება; ** წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია და რეპორტინგი; ** ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და საკომუნიკაციო მესიჯების ფორმირება; ** კონკურენტული გარემოს ანალიზი და ბაზრის კვლევა; ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციებით, კატალოგებითა და სარეკლამო მასალებით; ** ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და იმპლემენტაცია, პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები, პარტნიორული აქტივობები და გამოფენები (სტენდის კონცეფცია, დიზაინი, მასალები, ფასთა მოკვლევა, ლოჯისტიკა), ღონისძიებების შედეგების შეფასება; ** სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის შექმნა (Facebook, Linkedin, Instagram, Tiktok და სხვა) ** თვიური/კვარტალური სოც.მედია კალენდრის შედგენა; ** პოსტების ტექსტების შინაარსის მოძიება ტექნიკური გუნდისგან და მომზადების კოორდინაცია; ** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და შედეგების ანალიზი ** ვიზუალური კონცეფციებისა და ვიდეომასალის შექმნა (ბანერები, კატალოგები, ბროშურები, პრეზენტაციები, საიმიჯო და პროდუქტის ვიდეოები), გადაღებების ორგანიზება და ბრენდის ვიზუალური იდენტობის დაცვა; ** კომპანიის ვებ-გვერდისა და E-commerce მიმართულების მართვა, კონტენტის განახლება, პროდუქტის ატვირთვა, ფასების კონტროლი, კამპანიების დაგეგმვა და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესება; ** საერთაშორისო ბრენდებთან (HVAC და საინჟინრო მასალების მწარმოებლები) კოორდინაცია მარკეტინგულ აქტივობებზე; ** ბრენდული კომუნიკაციის მართვა: სეზონური და საიმიჯო კამპანიების დაგეგმვა, პრეს-რელიზები, მედია კომუნიკაცია და ბრენდის სტანდარტების დაცვა ქსელურ მაღაზიებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში; ** 1-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში; ** სოციალური მედიის მართვის პროცესის კოორდინაცია; ** ციფრული არხების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება; ** Adobe, Canva, CapCut ან სხვა დიზაინ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** Google Analytics და Meta Business Suite-ის ცოდნა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ორშაბათი/პარასკევი, 10:00-19:00 ან 9:00-18:00 ** გამოცდილება: 1-3 წელი; ** ლოკაცია: თბილისი: მუხრან მაჭავარიანის 65 და სტანისლავკის N1, შემდგომი შესაძლო ოფისის ცვლილებით; ** მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.