TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერი

s-motors Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

ვაკანსია: მარკეტინგის მენეჯერი (ავტონაწილების სფერო) სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან ადგილმდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 ავტონაწილების (საცალო, საბითუმო) კომპანია " სმოტორს " ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს გაყიდვების დეპარტამენტთან და დამოუკიდებლად შეძლებს მართოს კომპანიის მარკეტინგული აქტივობები. ძირითადი მოვალეობები: ** გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად აქციების, ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა. ** სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი. ** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) სრული მართვა და კონტენტ-გეგმის შემუშავება. ** ციფრული რეკლამის გამართვა და ოპტიმიზაცია (Meta Ads Manager, Google Ads). ** კორპორატიული (B2B) და საცალო (B2C) გაყიდვების მხარდაჭერა შესაბამისი მარკეტინგული მასალებით. ** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების აქტივობების მუდმივი მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით. ** გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა (ვიზუალების დამოუკიდებლად ასაწყობად). ** სარეკლამო კაბინეტებთან (Meta Ads Manager) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ** ქართულ ენაზე გამართული და დამარწმუნებელი წერის უნარი. ** ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო ცოდნა (ავტონაწილების ტექნიკური ტერმინოლოგიის გასაგებად). პიროვნული თვისებები: ** გაყიდვების ზრდასა და კონკრეტულ ბიზნეს-შედეგებზე ორიენტირებულობა. ** გუნდური მუშაობისა და გაყიდვების დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მენეჯმენტი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას. ** მოქნილ ბონუსურ სისტემას, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული გაყიდვების შედეგებზე. ** მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!