მარკეტინგის მენეჯერი
Job description
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავტოსერვის ცენტრი, სადაც ერთ სივრცეში გხვდებათ ყველაფერი: ხარისხიანი სერვისები, ავტონაწილები, საბურავები, ზეთები და პროფესიონალური დანადგარები. ნიუ აუტო მოტორსში ვეძებთ კრეატიულ, მიზანდასახულ და შედეგებზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, ვინც დაგვეხმარება ჩვენი ბრენდის განვითარებაში და მომსახურების სტრატეგიული პოზიციონირებაში. მოვალეობები: ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება (Facebook Ads, Google Ads, SEO და სხვა); სოციალური მედიის მართვა და ვიზუალური კონტენტის დაგეგმვა; სარეკლამო აქციების და შეთავაზებების სტრატეგია; ბაზრის ანალიზი და კონკურენტების მონიტორინგი; მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა და ლოიალურობის შექმნა. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე . 10:00-19:00-საათამდე ანაზღაურება:1500-2000 ლარი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]