მარკეტინგის მენეჯერი
Job description
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს ფრივილიჯი“ , რომელსაც მართავს საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია Aimbridge Emea, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში , მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები. მოვალეობები: სოციალური მედია არხების შექმნა და მართვა (Facebook , Instagram , Twitter , Linkedin, Google, Tripadvisor) აღნიშნულ პლატფორმებზე აქტივობები ყოველკვირეული კონტენტ-კალენდრის მიხედვით. პოსტების და „სთორების“ (სიახლეების) შექმნა და განთავსება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე; მულტიმედია მასალის მომზადება; მიზანმიმართული რეკლამების განთავსება (თარგეთინგი) „ქოფირაითინგი“ ყოველკვირეული რეპორტის მომზადება; სოციალური მედია არხებიდან სტუმრების მიერ განთავსებული შეფასებების შეჯამება / განხილვა და წარდგენა გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტისთვის სასტუმროს ხარისხის გასაუმჯობესებლად; მოთხოვნები: მარკეტინგის გამოცდილება სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, როგორც ტრადიციული მედიის, ასევე ელექტრონული კომერციის სფეროში რეკლამირებისა და ბეჭდური მასალების წარმოების ფართო ცოდნა დეტალებზე ორიენტირებული და ანალიტიკური სხვადასხვა პროექტების ერთდროულად მართვის უნარი ვებსაიტის შემუშავების, SEO-სა და SEM-ის საბაზისო ცოდნა მარკეტინგული შესაძლებლობებისა და რეკლამის ეფექტურობის ანალიზის უნარი ბრენდის იდენტობის შექმნისა და შენარჩუნების გამოცდილება უცხო ენების ცოდნა დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ალიანსის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!