TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერი

umb-group Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

"Umbrella Group" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე. ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განვითარება; ** ბრენდის განვითარება და მარკეტინგული კამპანიების მართვა; ** ობიექტებზე ვიზიტი და ფოტო/ვიდეო გადაღებების ორგანიზება; ** ახალი მარკეტინგული იდეებისა და განვითარების მიმართულებების ინიცირება; ** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი; ** პარტნიორებთან და გარე სააგენტოებთან თანამშრომლობა; ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და ბიზნესის ზრდაზე მუშაობა. ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურება - 1200 ლარი + ბონუსი; ** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 4 დღე, 10:00-17:00; ** შაბათი და კვირა - დასვენების დღეები; ** ერთი სამუშაო დღე - თანამშრომლის არჩევით; ** სამუშაო ფორმატი - ოფისიდან (On-site); ** კომპანიის ავტომობილი ობიექტებზე გადაადგილებისთვის; ** მეგობრული გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, კრეატიულობა და ახალი იდეები. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სამშენებლო, საინჟინრო ან სარემონტო სფეროში. მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. N1 (სამოქალაქო სასამართლოსთან). CV და პორტფოლიო გამოგვიგზავნეთ: [email protected] აუცილებელია CV შეიცავდეს კანდიდატის ფოტოსურათს.