მარკეტინგის მენეჯერი
Job description
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია " ბლოქსი " ეძებს გამოცდილ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელებასა და ბრენდის განვითარების პროცესში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მარკეტინგული კამპანიების განხორციელების პროცესის კოორდინაცია; ** სოციალური მედიის, ქოფირაითერის, დიზაინერების, ვიდეოგრაფებისა და სხვა ჩართული მხარეების სამუშაო პროცესის ორგანიზება; ** თვიური კონტენტ-კალენდრის მომზადებაში მონაწილეობა და მისი შესრულების კონტროლი; ** ფოტო და ვიდეო გადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ** ბეჭდური მარკეტინგული მასალების მომზადების პროცესის მართვა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია; ** ვებგვერდის, ონლაინ პლატფორმებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების კონტენტის განახლების კოორდინაცია; ** პარტნიორ სააგენტოებთან, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; ** მარკეტინგული აქტივობების ვადების, ბიუჯეტისა და შესრულების კონტროლი; ** სარეკლამო კამპანიების შედეგების მონიტორინგი, ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების გაზიარება; ** ბრენდის ერთიანი საკომუნიკაციო და ვიზუალური სტანდარტების დაცვაზე ზრუნვა; ** მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ამოცანების დროული და ხარისხიანი შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ციფრული მარკეტინგის არხებისა და ინსტრუმენტების პრაქტიკული ცოდნა; ** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება; ** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და ერთდროულად რამდენიმე მიმართულების მართვის უნარი; ** კრეატიულობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები. განაცხადის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ: CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ელექტრონული ფოსტა: [email protected] რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 14 აგვისტო, 2026 გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "მარკეტინგის მენეჯერი". თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის პროცესის ფარგლებში.