მარკეტინგის პროექტების კოორდინატორი
Job description
დეველოპერული კომპანია "გრადა" უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი მოწინავე და დინამიკურად მზარდი ბრენდია. ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მარკეტინგის პროექტების კოორდინატორს . პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ყოველდღიური მარკეტინგული პროცესების მართვას, გარე პარტნიორებთან კომუნიკაციასა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას. სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N188 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 ძირითადი მოვალეობები: ** გარე პარტნიორების მართვა: სოციალური მედიისა და მარკეტინგულ სააგენტოებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მათთვის დავალებების (Brief) მომზადება, შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ვადების (Deadlines) კონტროლი. ** ღონისძიებების ორგანიზება: კომპანიის ივენთების (პრეზენტაციები, პროექტების გახსნა, ოფიციალური შეხვედრები) სრული საორგანიზაციო და ლოჯისტიკური მხარდაჭერა. ** ონლაინ პლატფორმების ადმინისტრირება: უძრავი ქონების პორტალებზე (MyHome.ge, SS.ge და სხვა) განცხადებების განთავსება, მუდმივი განახლება და მართვა. ** ბრენდის მასალების კონტროლი: საბეჭდი მასალების (ბუკლეტები, ბანერები) და ბრენდირებული სუვენირების დამზადების პროცესის მართვა სტამბებთან და მომწოდებლებთან. ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა: საჭირო მარკეტინგული მასალების დროული მომზადება და მიწოდება გაყიდვების დეპარტამენტისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მარკეტინგის, ივენთების ან პროექტების ასისტირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. ** დავალების სწორად გაგების, პრიორიტეტების დასმისა და დეტალებზე დაკვირვების უნარი. ** AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება: AI პლატფორმების (მაგ. ChatGPT, Claude, Midjourney, Canva AI და ა.შ.) ფლობა ტექსტების, იდეებისა და ვიზუალური კონცეფციების სწრაფად გენერირებისთვის (ჩაითვლება დიდ უპირატესობად). ** MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint) გამოყენების გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** განსაკუთრებული ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი. ** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი (Multitasking). ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა. ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 800 ლარი (ხელზე ასაღები) + დამატებითი საბონუსე სისტემა შესრულებული გეგმებისა და პროექტების მიხედვით. ** პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას გამოცდილ გუნდთან ერთად. ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს სტაბილურ კომპანიაში. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] . ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "მარკეტინგის პროექტების კოორდინატორი"