TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგის სპეციალისტი

მარკეტინგის სპეციალისტი

Sterling Group ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 25, 2026

Job description

კომპანია Sterling Group-ი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე ბათუმში სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. თუ გსურთ დაეუფლოთ მოთხოვნად პროფესიას და განვითარდეთ უძრავი ქონების, მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროში, ჩვენ მხად ვართ უზრუნველვყოთ თქვენი სრულფასოვანი გადამზადება. ჩვენ გთავაზობთ: ფიქსირებულ ხელფასს. სრულად ანაზღაურებად სასწავლო პროგრამასა და საავტორო კურსს. მუშაობას თანამედროვე უძრავი ქონების კომპანიაში. პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. რეალურ პროექტებსა და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას. ვეძებთ კანდიდატს, რომელიც: ფლობს რუსულსა და ინგლისურ ენებს. არის პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული. არის დეტალების მიმართ ყურადღებიანი და შეუძლია სისტემურად მუშაობა. აქვს კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნება. ინტერესდება ხელოვნებით, არქიტექტურით, მოდითა და დიზაინით და ესმის, როგორ ფორმირდება ძლიერი ბრენდი. თავისუფლად მუშაობს შემდეგ პროგრამებთან: Google Workspace (Docs, Sheets, Drive), Microsoft Office, Canva და სოციალური ქსელები. მზად არის სწავლისთვის, ახალი უნარების სწრაფად ათვისებისა და გუნდში მუშაობისთვის. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი და დაიწყოთ კარიერა მარკეტინგში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]