მარკეტინგის უმცროსი მენეჯერი
Job description
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და ორგანიზებაში ჩართულობა; კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა, ბიუჯეტირებისათვის საჭირო სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება; კომპანიის მარკეტინგული პროექტების განხორციელება მარკეტინგული სტრატეგიის გათვალისწინებით; მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება; მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი კამპანიების შემუშავება; სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ კვლევებში მონაწილეობა; მომხამრებელთა ქცევის ანალიზის საფუძველზე ტარგეტირებული კამპანიების ინიცირება/განხორციელება; კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობა, მარკეტინგთან დაკავშრებული სხვადასხვა ტიპის მასალების დამზადების პროცესში ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა; კომპანიის ვიზუალური მასალის შემუშავებაში მონაწილეობა; კონკურენტი კომპანიების ანალიზი; რას ვითხოვთ: უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით; სამუშაო გამოცდილებას მარკეტინგის სფეროში; პროექტების დაგეგმვის და მართვის ცოდნას/გამოცდილებას; უცხო ენების ფლობას (მინიმალური დონე B1/B2); საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას; რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/DXC7 გისურვებთ წარმატებას!