TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგის უფროსი მენეჯერი

მარკეტინგის უფროსი მენეჯერი

blue-waters Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

თუ გაქვს გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, " ბლუ უოთერსი " ეძებს ადამიანებს მარკეტინგის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე! ვებგვერდი და კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია: Blue Waters პოზიციის მიზანი: კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა/მართვა და ხარისხიანი ლიდების უწყვეტი ნაკადის უზრუნველყოფა გაყიდვების გუნდისთვის. ძირითადი ფუნქციები: ** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება: კომპანიის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების შექმნა და მათი აღსრულების მონიტორინგი; ** ბრენდის განვითარება. ცნობადობის გაზრდა (როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული) დაგეგმვა, გაშვება და შედეგების შეფასება; ** მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმალური განაწილება, კონტროლი და ROI-ს მაქსიმიზაცია; ** მარკეტინგის გუნდის მართვა, მოტივირება და მუშაობის კოორდინაცია; ** ციფრული რეკლამების (Google Ads, Meta Ads და ა.შ.) სტრატეგიული ზედამხედველობა ლიდების გენერაციისა და გაყიდვების ზრდისთვის; ** კონტენტ-სტრატეგიის გაწერა, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა ციფრული არხების კონტენტ-გეგმის გამართვა, ქოფის და ბრიფის მომზადება და აღსრულების მონიტორინგი; ** ანალიტიკა და რეპორტინგი: მარკეტინგული კამპანიების მუდმივი მონიტორინგი, ძირითადი მეტრიკების ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა. რას გთავაზობთ: ** კონკურენტული ანაზღაურება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კორპორატიული ნომერი და სატელეფონო ლიმიტი; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით; ** გუნდის მართვის გამოცდილება; ** ტექნიკური უნარები: სარეკლამო პლატფორმების და ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი. გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/seniormarketingmanager/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.