მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი
Job description
შპს " გრინ კლიმატი " აცხადებს ვაკანსიას: მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე "გრინკლიმატი" კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტს და მის შემდგომ მონტაჟს საქართველოში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე. ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; ** სამუშაო პროცესის მონიტორინგი; ** ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლების ზარებისა და შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება (დამკვეთებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი); ** სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი. ** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) სრული. ** კონტენტის დაგეგმვა; ** რეკლამების მართვა (Meta Ads); ** კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხი; ** ანალიტიკის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით; ** სასურველია გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა, პოსტის ბანერების დამოუკიდებლად აწყობის მიზნით. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N13 დასაქმების ტიპი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე: [email protected] აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი". კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად გამოგვყევით გვერდზე: https://www.greenclimat.com/ გისურვებთ წარმატებას.