მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერი
Job description
BB ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები: მარკეტინგის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა; პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა, მართვა, ანალიზი; არსებული ვებ-გვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება, გუნდთან ერთად; პერიოდულად ბაზარზე დაკვირვება, ტენდენციების შესწავლა; კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ფინანსურ სექტორში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად); Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ინგლისურის ცოდნა საბაზისო დონეზე. პიროვნული უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ , 2026 წლის 7 ივლისის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას