მარკეტინგული და ციფრული მონაცემების ანალიტიკოსი
Job description
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „ არქი “-ში ვეძებთ მარკეტინგული და ციფრული მონაცემების ანალიტიკოსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ციფრული მარკეტინგის მიმართულებით: ციფრული კამპანიების მონაცემების შეგროვება და ანალიზი (Facebook Ads, Google Ads, YouTube, TikTok და სხვა); კონვერსიის Funnel-ების აგება და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება; ძირითადი მეტრიკების (ROAS, CPA, CTR, CPM, CAC და სხვ.) ანალიზი და რეპორტინგი; ახალი მეტრიკების ინიცირება და მონიტორინგი; მომხმარებელთა ქცევის ანალიტიკა (Google Analytics, Meta Pixel, Looker Studio, CRM და სხვა), ციფრული კომუნიკაციის ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება; SEO და სოციალური მედიის შედეგების მუდმივი მონიტორინგი, რეპორტინგი; მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციები მომზადებაში მონაწილეობის მიღება. ტრადიციული მარკეტინგის მიმართულებით: ოფლაინ კამპანიების შემდეგ, მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგი (ზარებისა და ვიზიტების რაოდენობა, გაყიდვებზე გავლენა); არაციფრულ საკომუნიკაციო არხებზე ციფრული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება; კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების რეგულარული დაკვირვება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით; აუცილებელია მონაცემთან მუშაობის გამოცდილება Google Sheets-ში და Looker Studio-ში (ან მსგავს პლატფორმაზე); აუცილებელია Google Analytics-ისა და Meta Ads-ის ცოდნა; აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა; აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა; ციფრული მარკეტინგის ძირითადი მეთოდებისა და არხების ცოდნა; სასურველია BI პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.