---
title: მასალათმცოდნე/ტექნიკური სპეციალისტი
description: მასალათმცოდნე / ტექნიკური სპეციალისტი ძირითადი მოვალეობები: ** კონსტრუქციული მასალების (ფოლადები, შენადნობები, პოლიმერები, მჭიდები/ჰერმეტიკები) და ტექნიკური სითხეების (ინდუსტრიული/ჰიდრავლიკური ზეთები,
---

# მასალათმცოდნე/ტექნიკური სპეციალისტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-25  
**Apply by:** 2026-10-25

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=755884)

## Job description

მასალათმცოდნე / ტექნიკური სპეციალისტი ძირითადი მოვალეობები: ** კონსტრუქციული მასალების (ფოლადები, შენადნობები, პოლიმერები, მჭიდები/ჰერმეტიკები) და ტექნიკური სითხეების (ინდუსტრიული/ჰიდრავლიკური ზეთები, საპოხები) ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და თავსებადობის შეფასება. ** პროდუქციის თანმხლები სერტიფიკატების, ხარისხის პასპორტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის აუდიტი/შემოწმება. ** შესყიდვებისა და საინჟინრო გუნდებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება და პროდუქციის შერჩევაში მონაწილეობა. ** მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან (ГОСТ, ISO, DIN, MIL, ASTM, EN და ა.შ.) შესასყიდი რესურსების შესაბამისობის დადგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (მასალათმცოდნეობა, მეტალურგია, ქიმიური/მექანიკური ინჟინერია ან მომიჯნავე მიმართულება). ** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ინდუსტრიულ, საწარმოო, სამშენებლო ან ლაბორატორიულ სექტორში. ** სტანდარტებთან მუშაობა: ГОСТ/ISO/ASTM და ა.შ. სტანდარტებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება. ** ტექნიკური ცოდნა: ფოლადის/ლითონთა თვისებების, კოროზიის საფუძვლებისა და ტექნიკური სითხეების/საპოხების ძირითადი მახასიათებლების ცოდნა. ** საინფორმაციო ტექნოლოგიები: MS Office (განსაკუთრებით MS Excel) პროგრამების კარგი ცოდნა. ** ენები: ტექნიკური რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (დოკუმენტაციასა და სტანდარტებში ორიენტაციის დონეზე). საკონტაქტო პირი: ნანა ჟვანია, Mail: N.Zhvania@ggtc.ge მობ: 599 290026

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%94%2F%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
