მასაჟის სპეციალისტი
Job description
სასტუმრო "თბილისი ინნის" სპა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მასაჟის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ესთეტიკური და თერაპიული მასაჟების ჩატარება ცენტრის სტანდარტების შესაბამისად; ** კლიენტის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი მომსახურების შერჩევა; ** კომფორტული და სუფთა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; ** პროფესიული ეთიკისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** მაღალი ხარისხის სერვისზე მუდმივი ორიენტაცია. მოთხოვნები: ** შესაბამისი კვალიფიკაცია; ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ესთეტიკურ ან სამედიცინო დაწესებულებაში); ** დეტალებზე ორიენტირებულობა და გამორჩეული პროფესიონალიზმი; ** კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: შეთანხმებით ადგილმდებარეობა: ავლაბარი, მეტეხის 20 დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected]